მუზეუმი - მოზარდთა განათლებისა და აღზრდის ერთ-ერთი საშუალება


1. პროექტის სახელი: „მუზეუმი“
2. პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მონაწილენი იკვლევენ მუზეუმების ისტორიას და მათ როლს ხელოვნების,ისტორიის,ლიტერატურისა და მეცნიერების განვითარებაში.
3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ და მიიღებენ ინფორმაციას მსოფლიოსა და საქართველოს უმნიშვნელოვანესი მუზეუმების შესახებ. გამოიკვლევენ ზოგიერთი მათგანის წვლილს მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში. გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილ ადამიანთა სახელებს. ჩაატარებენ საძიებო სამუშაოებს საკუთარ რეგიონში არსებული მუზეუმის შესახებ. დააკვირდებიან და გააანალიზებენ სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელ განსხვავებებს.
შეგროვებული მასალების მიხედვით გააკეთებენ ფოტოალბომებს, ბროშურებს, მოაწყობენ მათ პრეზენტაციას, გამართავენ დისკუსიებს. საბოლოოდ ყველაფერი ეს აისახება ერთ საიტზე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:
შეუზღუდავი
5. ვადები/ხანგრძლივობა:
5 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
დამხმარე ლიტერატურითა და ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება, ექსკურსიების მოწყობა მუზეუმებში, ფოტოების გადაღება (ნებართვით), ფოტოალბომების შექმნა, დისკუსიები, გამოფენის მოწყობა, პრეზენტაცია, მიღებული შთაბეჭდილებების გააზრებით წერითი ჩანახატების შესრულება, დღიურების შედგენა, კედლის გაზეთის გამოშვება, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტოალბომი, ხელნაწერი გაზეთი, საუკეთესო ესეების კრებული, საუკეთესო ფოტონამუშევრების გამოფენა. ლექციებისა და სემინარების ჩატარება.შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან და მუზეუმის მეცნიერ-მუშაკებთან.სკოლაში მინი-მუზეუმის მოწყობა.ოჯახებში ექსპონანტების მოძიება.კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა-ჩვევების გაღრმავება.ინტერვიუების,ნიუსების,რეპორტაჟების შექმნის უნარის გაუმჯობესება.
8. სარგებელი სხვებისათვის:
პროექტის აქტიური მონაწილენი გამდიდრებული ცოდნით ისტორიაში, ლიტერატურაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში თანატოლებს გაუზიარებენ მოძიებულ ინფორმაციას და გააცნობენ თავიანთ პროექტს ინტერნეტის საშუალებით.
9.სამუშაო ენა:
ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ზეპირი მეტყველებისა და წერითი ლიტერეტურულ-სტილისტური ჩვევების გაღრმავება-გაუმჯობესება. უშუალო ყოველდღიური კავშირი ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, ისტორიულ წყაროებთან (ეპოქის მიხედვით), გეოგრაფიასთან - გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. ხელოვნებაში - თვითოეული ექსონატის თუ მთლიანად მუზეუმის, როგორც ხელოვნების ნიმუშისა და ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიღება და განზოგადება. უცხო ენასთან - მოძიებული მასალების თარგმნა უცხო ენაზე და ა.შ.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
რუსთავის 23 საჯარო სკოლა;
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
თეა გუჯაბიძე, შორენა ბეჟიტაშვილი, ნათელა ჭინჭარაშვილი;
13: პროექტის ფასილიტატორი ელ.ფოსტა:
tgujabidze@gmail.com; anuliko282206@gmail.com; saranatia@gmail.com
14: პროექტის ფორუმი:
http://foro.iearn.org/webx/.1ea0beb6
15: პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
muzeumi.blogspot.com


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ზეპირი მეტყველებისა და წერითი ლიტერეტურულ-სტილისტური ჩვევების გაღრმავება-გაუმჯობესება. უშუალო ყოველდღიური კავშირი ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, ისტორიულ წყაროებთან (ეპოქის მიხედვით), გეოგრაფიასთან - გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. ხელოვნებაში - თვითოეული ექსონატის თუ მთლიანად მუზეუმის, როგორც ხელოვნების ნიმუშისა და ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიღება და განზოგადება. უცხო ენასთან - მოძიებული მასალების თარგმნა უცხო ენაზე და ა.შ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ზეპირი მეტყველებისა და წერითი ლიტერეტურულ-სტილისტური ჩვევების გაღრმავება-გაუმჯობესება. უშუალო ყოველდღიური კავშირი ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, ისტორიულ წყაროებთან (ეპოქის მიხედვით), გეოგრაფიასთან - გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. ხელოვნებაში - თვითოეული ექსონატის თუ მთლიანად მუზეუმის, როგორც ხელოვნების ნიმუშისა და ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიღება და განზოგადება. უცხო ენასთან - მოძიებული მასალების თარგმნა უცხო ენაზე და ა.შ.
q. rustavois #23 skolashi რესურსცენტრიდან მოპვიდა ინფორმაცია:
ქ. რუსთავის